ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნებიმევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა დაყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევეაფხაზეთი.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.
სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.
ღვინო "ქინძმარაულის” წარმოების მიკროზონა
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30'და აღმოსავლეთ გრძედის 45º50' კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება _ გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.
"ქინძმარაულის” ღვინომასალის მისაღებად არსებული ტერიტორია შიდა კახეთის ნაწილს მოიცავს და მდინარე ალაზნის მარცხენა, მეორე ტერასაზეა წარმოდგენილი, მისი შენაკადი მდინარეების: დურუჯის, ბურსის, ჩელთის, ინწობას, ავანისხევის და შოროხევის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ემიჯნება კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებას. აღნიშნული ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარიდან მოყოლებული რელიეფურად უფრო სამხრეთ-დასავლეთისაკენ დახრილი ვაკეა სუსტი ტალღისებური ზედაპირით, ხოლო დანარჩენი ტერიტორია აღმოსავლეთის მიმართულებით სამხრეთისაკენ დახრილ ვაკეს წარმოადგენს. აღნიშნული ზონა ზღვის დონიდან 250-550 მ ფარგლებშია და მოიცავს თვით ქინძმარაულისა და ყვარელს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, დასავლეთის მიმართულებით სოფლების: შილდის, ენისელის, საბუეს, ალმატის, გრემის და შაქრიანის შუა და ზედა ნაწილს, რომლებიც ალაზნის მეორე ტერასაზე მდებარეობენ. აღმოსავლეთის მიმართულებით კი სოფლების: ფატმასურის, სანავარდოს, კუჭატანის წიწკანაანთ სერის, ჩანტლის ყურის, ზინობიანის, ახალსოფლის, თხილის წყაროს, მთის ძირის, ჭიკაანის ძირითადად და ნაწილობრივ გავაზისა და ბალღოჯიანის ტერიტორიებს ალაზნის პირველ ტერასამდე. აღნიშნული მიკროზონის მთლიანი ფართობი დაახლოებით 2400 ჰა-მდეა.
კლიმატი – "ქინძმარაულის" მიკროზონაში ამინდის ფორმირებას ძირითადად განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზეგავლენით გამოწვეული, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ჰაერის მასები. ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთის მხრიდან ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხეობის მიმართულების – ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად ქარის სიჩქარე დიდი არ არის. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.
არსებული ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად მდებარეობს 2-30 სამხრეთ და მის მიმდებარე დახრილ დაქანებაზე. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდში, ქინძმარაულის განედისათვის მზის სიმაღლე შესაბამისად 60-700 და 40-500-ის ფარგლებშია. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2050 საათია.
ზონაში ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდში, ცის თაღის 8-10 ბალიანი ღრუბლებით დაფარულობა თანმიმდევრულად 20 და 18 დღეს უდრის, ხოლო მოწმენდილი დღეები (0-2 ბალი) მოღრუბლულობით 15 და 16 აღწევს.
ამასთან, განედური მიმართულების ხეობაში, სამხრეთული დაქანების მთისწინებზე წარმოქმნილი ისეთი ძირითადი აგროკლიმატური ფაქტორები, როგორიცაა: მზის სხივური ენერგია, სითბოს რაოდენობა, ზაფხულის ზომიერი ტემპერატურა, ადგილმდებარეობის საკმაო დატენიანება, კომპლექსურად ქმნის ხელსაყრელ პირობებს საფერავის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად.
მდ. დურუჯის ჩამონაზიდ მოშავო ფერის ფიქალების ზედაპირზე, დღის განმავლობაში ტემპერატურა მეტია; შუადღის საათებში ტემპერატურა 3-50-ით აღემატება მოსაზღვრე ტყის ალუვიურ-უკარბონატო ნიადაგების ზედაპირის ტემპერატურას.
მოშავო ფერის ნიადაგის ზედაპირზე დაცემული სხივური ენერგიის არეკვლის ნაკლები უნარი (15%) გააჩნია. ენერგიის მეტი შთანთქმის შედეგად, ნიადაგის ტემპერატურა იზრდება. ამ ნიადაგებზე გაშენებულ ვენახს 20% მზის სხივების არეკვლის უნარი ახასიათებს.
"ქინძმარაულის" მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50-ია, უთბილესი თვეების VII-VIII საშუალო ტემპერატურა 23,60, უცივესი თვისა კი +1,00-ია. მრავალწლიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო -10, -110, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო 350, ხოლო ექსტრემალური ტემპერატურები - 23 _ +380 უდრის. გაზაფხულზე ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა ხდება 5.IV. შემოდგომაზე 100-ზე ქვემოთ დაცემა, 4.XI-ს აღინიშნება. ე. ი. თბილი პერიოდის ხანგრძლივობა 212 დღეა. საფერავი კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებში (15.IV-დან) იწყებს. ყვავილობა მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფის დაწყება კი აგვისტოს მეორე ნახევარში აღინიშნება (20.VIII-დან). ყურძნის ტექნიკურად მომწიფება სექტემბრის ბოლო რიცხვებში ხდება. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დაიკროფოს.
"ქინძმარაულის" მიკროზონაში შემოდგომით პირველი წაყინვები 21.XI-დან იწყება, 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა ადრე, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დაიწყოს. გაზაფხულზე ბოლო წაყინვები საშუალოდ 26.III-დან წყდება. 10 წელიწადში ერთხელ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუარიცხვებამდე გაგრძელდეს. ზონაში უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 239 დღეს უდრის.
"ქინძმარაულის” მიკროზონაში, 350-550 მ სიმაღლის ფარგლებში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (> 100 ჩ) 4100-37000ფარგლებში მერყეობს. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის (> 26% და 6,8 გ/დმ3) მისაღებად საფერავი 350 მ სიმაღლის ნაკვეთებზე მოგვცემს კონდიციურ მასალას 10 წელიწადში 5-ჯერ (50%); 400 მ სიმაღლეზე – 10 წელიწადში 3-4-ჯერ (35%); 450 მ სიმაღლეზე კი 10 წელიწადში მხოლოდ ერთხელ (10%).
რაც შეეხება ევროპული ტიპის უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინოს: 350 მ სიმაღლის ნაკვეთებზე მივიღებთ 10 წელიწადში 7-8-ჯერ (75%), 400 მ სიმაღლეზე 5-ჯერ (50%-ს), 450 მ-ზე 4 წელიწადში ერთხელ (25%), ხოლო 500 მ სიმაღლეზე _ ერთხელ (10%). დანარჩენ წლებში მივიღებთ კარგი ხარისხის ნატურალურ სამარკო ღვინომასალას.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი ქინძმარაულის მიკროზონაში 1070 მმ, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 800 მმ უდრის.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 72% უდრის. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია (66-64%) ზაფხულის თვეებში (ივნის-ივლის-აგვისტოში), შედარებით მეტი (80%) შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში.
თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII-დან) იქმნება, რომელიც მარტის შუარიცხვებში ქრება. თოვლიან დღეთა რიცხვი ზამთარში 210-ზე მეტი არ არის. მიკროზონაში თოვლის საფარი არამდგრადია, 87%.
სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,1-ს უდრის. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისია (0,9 დღე); აპრილში, ივნისში და ივლისში თითოეულში ცალ-ცალკე სეტყვა 0,3 დღეს არ აღემატება.
ზონაში ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -10, -110ჩ უდრის. 10 წელიწადში ერთხელ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა - 150-მდე დაეცეს, რაც საფერავის სანაყოფე კვირტებს მხოლოდ სუსტად (30%) დააზიანებს.
მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთიდან (23%) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (17%) მომართული ქარები. უქარო დღეები წელიწადში საშუალოდ 31%-ს უდრის. ქარის სიჩქარეს აძლიერებს აქ წარმოქმნილი მთა-ხეობის ქარები. ღამით, მზის ამოსვლამდე, კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებს და გაზაფხულის წაყინვების საშიშროებას ადიდებს. ალაზნის ხეობის ეს მიკროზონა მიეკუთნება მავნე ქარების ზემოქმედების III ჯგუფის რაიონებს.
ნიადაგები - არსებული კვლევისა და ჩვენს მიერ 2005 წელს ჩატარებული მასალების საფუძველზე მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ალუვიური ნიადაგების ორი სახეობა, ცხრა სახესხვაობით და დელუვიური ნიადაგების ორი სახეობა ხუთი სახესხვაობით.
1. ალუვიური, უკარბონატო, დიდი სისქის თიხნარი.
2. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
3. ალუვიური-უკარბონატო, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი, საშუალო და მსუბუქი თიხნარი.
4. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი თიხნარი.
5. ალუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი.
6. ალუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
7. ალუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი, თიხნარი.
8. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, ჭარბტენიანი და დაჭაობებული, თიხიანი და თიხნარი.
9. ალუვიური სუსტად კარბონატული, ჭარბტენიანი და დაჭაობებული, თიხნარი და თიხიანი.
10. დელუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, თიხნარი.
11. დელუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
12. დელუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, თიხიანი.
13. დელუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი.
14. დელუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, ჭარბტენიანი, თიხიანი
ზემოთ დასახელებული ნიადაგებიდან პირველი ათი სახესხვაობა ალუვიური ნიადაგებისა წარმოდგენილია ალაზნის მეორე ტერასაზე და ძირითადად ვაკე რელიეფის ფორმებით ხასიათდებიან, ხოლო მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 სახესხვაობები დელუვიური ნიადაგებისა კავკასიონის სამხრეთ კალთების დაბოლოებაზე არიან წარმოდგენილი და უშუალოდ ემიჯნება სამხრეთ კალთებს, რომელიც ზღვის დონიდან 400-500 მეტრის ფარგლებშია, რელიეფურად ეს ფართობები სამხრეთისაკენ და სამხრეთ-დასავლეთისაკენ სუსტად დაქანებულ შლეიფებს წარმოადგენს.
ალუვიური ნიადაგების პირველი ათი სახესხვაობის ნიადაგები ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით და განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით, მექანიკური შედგენილობით, კარბონატების შემცველობით, ჭარბტენიანობისა და დაჭაობების ხარისხის მიხედვით. აღნიშნული ნიადაგებიდან პირველი შვიდი სახესხვაობის ნიადაგები ხასიათდება ღრმა სისქის პროფილით და პფორილის სისქე ძირითადად 1-1,5 მ ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-70 სმ-ია. ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი მექანიკური შედგენილობით, გამონაკლის შემთხვევებში ზოგიერთ გენეზისურ ჰორიზონტში გადახრილია მსუბუქი თიხისაკენ ან მსუბუქი თიხნარისა და სილნარისაკენ. გარდა ამისა, აღნიშნული ნიადაგები განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით და დაქვიანებით. ხირხატიანობა და ქვიანობა მეტწილად შესამჩნევია მდინარეთა ახალ ტერასებზე და ნაპირებთან. მე-8 და მე-9 სახესხვაობის ნიადაგები კი ხასიათდებიან ჭარბტენიანობით და დაჭაობებით, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია მცირე ნაკვეთების სახით ჩადაბლებულ ადგილებზე და ფშების გასწვრივ. მექანიკური შედგენილობით ეს ნიადაგები მეტწილად თიხიანი და თიხნარია.
ნიადაგწარმომქმნელ ქანებს პირველი ცხრა სახესხვაობის ნიადაგებში ძირითადად ალუვიური წარმოშობის რიყნარ-თიხნარი და რიყნარ-ქვიშნარი ნაფენები წარმოადგენს, რომელიც ძირითადად კავკასიონის სამხრეთი ფერდობებიდან ჩამონატანი ნაშალი მასალებისაგან შედგება, რომელიც მეტწილ შემთხვევაში ზღვიური წარმოშობის შავი ფიქალების ნაშალი მასალით არის წარმოდგენილი, რომელიც სითბოს შთანთქმის მაღალი უნარით ხასიათდება და გარკვეულ გავლენას ახდენს ნიადაგის ტემპერატურულ რეჟიმზე. ეს კი თავისებურად განაპირობებს ყურძნის შაქრიანობის მატებას და პროდუქციის ხარისხიანობას.
მე-10_მე-14 სახესხვაობის ნიადაგები კი დელუვებს წარმოადგენენ, რომლებიც განვითარებული არიან დელუვიურ-პროლუვიური წარმოშობის თიხნარ და თიხნარ- სილნარ-ღორღიან ნაფენებზე. ეს ნიადაგებიც ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით, რომლის სიღრმე ძირითადად 80-150 სმ-ის ფარგლებშიაა, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ს შეადგენს. აღნიშნული ნიადაგების ეს სახესხვაობებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მექანიკური შედგენილობით, ხირხატიანობის ხარისხით, კარბონატების შემცველობით და ტენიანობის მიხედვით. მე-10 და მე-11 სახესხვაობის ნიადაგები უკარბონატოა და თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდება, განსხვავებით მე-11 სახესხვაობა ხირხატიანობითაც გამოირჩევა და სუსტად ხირხატიანია. მე-12, მე-13 და მე-14 სახესხვაობები სუსტად კარბონატულია და თიხიანი და თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. განსხვავებით მე-13 სახესხვაობა სუსტად ხირხატიანია, ხოლო მე-14 სახესხვაობა ჭარბტენიანი.
ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნიადაგები მექანიკური შედგენილობით ძირითადად თიხნარებს მიკუთვნებიან. გამონაკლის შემთხვევებში კი მსუბუქი თიხიანობით ხასიათდებიან. ჰუმუსის შემცველობის მიხედვით ძირითადად საშუალო მაჩვენებლით ხასიათდებიან და ნიადაგის აქტიურ ფენაში 50-70 სმ-ის სიღრმემდე 5,5-2,5%-ის ფარგლებშია, ქვედა ფენებში კი თანდათან მცირდება და 2,5-0,5%-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტი ძირითადად მცირე და საშუალო რაოდენობითაა წარმოდგენილი და 9,36-2,24 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ხსნადი ფოსფორით მეტწილ შემთხვევებში ძალზე ღარიბია და მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. ასევე დაბალია გაცვლითი კალიუმის შემცველობაც და 17,0-2,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. კალციუმის კარბონატებს პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-10 და მე-11 სახესხვაობის ნიადაგები საერთოდ არ შეიცავს, ხოლო მე-5, მე-6, მე-7, მე-9, მე-12, მე-13 და მე-14 სახესხვაობის ნიადაგებშია მცირე რაოდენობით წარმოდგენილი და ძირითადად 0,2-5,0%-ის ფარგლებშია. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) ნეიტრალური და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 5,8-7,6-ის ფარგლებშია.
აღნიშნული მიკროზონის ტერიტორიის ნიადაგური მახასიათებლები, ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობას იძლევა ვაზის ჯიში საფერავი გამოყენებული იქნეს ღვინო "ქინძმარაულის” წარმოებისათვის.
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები - «ქინძმარაულის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში საფერავიKLA
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 250-550 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 3,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,25 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 70-90სმ.
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.
გადაუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილი აგრორეგლამენტების ფარგლებში, რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად.
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე,
ურწყავში _ საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება; ბალახიან-კორდიანი სისტემა; ნიადაგის მულჩირება.
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
საფერავი ქართული წითელყურძნიანი მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. მიკროზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 7-8 ტ-ს აღწევს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ-დმ3_მდე ადის, 7,5-8,5 გ/დმ3მჟავიანობით. სოკოვან დაავადებათა მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას.
ღვინო «ქინძმარაული”
«ქინძმარაული” _ ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.
ღვინო «ქინძმარაული» ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით..
ღვინო «ქინძმარაულის” ქიმიური მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა - 10,5-12,0%;
შაქრების მასიური კონცენტრაცია - 30-50გ/ დმ3 ;
ტიტრული მჟავიანიბა - 5-7გ/დმ3;
აქროლადი მჟავიანობა - არაუმეტეს 1,2გ/დმ3;
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3;
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3;
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3.
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999წ დადგენილებას.
ღვინო «ქინძმარაულის” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
ქინძმარაულის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით _ 1633 ჰა-ს, აქედან მოსავლიანია 614 ჰა.
ამჟამად წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 4297 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 280 000 დეკალიტრი ღვინომასალა.
ქინძმარაულის მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა _ დიდი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, მდინარეების ჩამონაზიდ შავფიქალებზე განვითარებული ხირხატიანი ნიადაგები. ვენახში შექმნილი მეტად ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და თვით ვაზის ჯიშის, საფერავის, უნიკალური თვისებები _ ეკოლოგიური პლასტიურობა, განსაზღვრავენ ორიგინალური მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის, "ქინძმარაულის” სპეციფიურ საგემოვნო თვისებებს.
ღვინო "ხვანჭკარის” წარმოების მიკროზონა
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ხვანჭკარა” მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030' და აღმოსავლეთი გრძედის 43000' კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.
ღვინო "ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში "ხვანჭკარის” ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.
კლიმატი – ხვანჭკარის მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმოადგილებული ატმოსფერული პროცესები. აქ კლიმატი საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით.
ორიგინალური ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო "ხვანჭკარის” წარმოებას განაპირობებს განედური მიმართულების სამხრეთული დაქანების მთისწინებზე წარმოქმნილი ძირითადი აგროკლიმატური მაჩვენებლები: მზის სხივური ენერგია, სითბოს რაოდენობა, ზაფხულის ტემპერატურების ზომიერი დაძაბულობა და ადგილმდებარეობის ზომიერი დატენიანება.
მიკროზონაში მევენახეობის გავრცელების არეალში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,2-10,80ჩ, უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) საშუალო ტემპერატურა 21-220ჩ, უცივესისა (იანვარი) კი 0, -10-ის ფარგლებშია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო _ მინუს 14-160, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო კი 36-370 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -27 - +400 აღწევს.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900-2000 სთ-ის ფარგლებშია. სავეგეტაციო პერიოდში მზე 1400 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ანათებს. ჯამობრივი რადიაცია საკმაოდ მაღალია და წლის განმავლობაში 120-130 კკალ/სმ2 საზღვრებში იცვლება.
საერთო მოღრუბლულობის მხრივ, აქ დასავლეთ საქართველოს მევენახეობის სხვა რაიონებთან შედარებით, შესამჩნევია მოწმენდილი დღეების მნიშვნელოვანი მეტობა, რაც სხვა ფაქტორებთან კომპლექსში საგრძნობ გავლენას ახდენს ყურძნის ხარისხზე.
შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის პირველ დეკადაში იწყება, ხოლო ბოლო წაყინვები გაზაფხულზე, აპრილის პირველ დეკადაში _ (5.IV – 7.IV) წყდება. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 215 დღეზე მეტია. საგვიანო წაყინვები 10 წელიწადში ერთხელ შესაძლოა აპრილის ბოლომდეც გაგრძელდეს, რაც ადრეგაშლილი ვაზის კვირტების დაზიანების საშიშროებას ქმნის.
ალექსანდროული და მუჯურეთული კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან (15.IV), ყვავილობას ივნისის პირველ დეკადაში, ხოლო ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს II დეკადის დასასრულიდან იწყებენ.
ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეში სექტემბრის დასასრულს (25.IX-დან) შედის, ხოლო ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენს ოქტომბრის მეორე ნახევარში კრეფენ. ამისათვის საჭიროა 35000-ზე და მეტი აქტიური სითბოს ჯამი.
"ხვანჭკარის” მიკროზონაში, 450-650 მ სიმაღლის საზღვრებში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (Sტ>100) 3750-33500ფარგლებში მერყეობს. 600 მეტრ სიმაღლეზე "ხვანჭკარისათვის” ღვინომასალის წარმოება შესაძლოა ორ წელიწადში ერთხელ (50%); დანარჩენ წლებში ვიღებთ სუფრის მშრალ, სამარკო ღვინომასალას. 500 მეტრ სიმაღლემდე არსებულ ფართობებზე 6-ჯერ, ხოლო თითქმის 8-ჯერ (> 75%) 400 მ სიმაღლემდე;
600 მეტრი სიმაღლის ზევით მდებარე ზონებში "ხვანჭკარის” ღვინომასალას მივიღებთ უფრო ნაკლებ შემთხვევებში, კერძოდ _ 650-700 მ სიმაღლეზე 10 წელიწადში მხოლოდ ერთხელ. დანარჩენ წლებში ამ ჯიშებისაგან მიიღება ღვინომასალა ხარისხოვანი სუფრის მშრალი ღვინისათვის.
ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებს შორის ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლების (შაქარ-მჟავიანობა) სხვაობათა ანალიზიდან გამომდინარე, ალექსანდროულის შაქრიანობა 0,8-1,3%-ით /ე. ი. ≈ 1%-ით/ ნაკლებია, ხოლო საერთო მჟავიანობა 0,9 გ/დმ3, /ე. ი. ≈ 1 გ/დმ3/ მეტი, ვიდრე მუჯურეთულისა.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1050-1100 მმ უდრის. თვეების მიხედვით ნალექების განაწილება დაახლოებით ზომიერია. სავეგეტაციო პერიოდში 640-660 მმ ნალექი მოდის. წლის თბილი პერიოდის ზომიერი დატენიანების საერთო ფონზე, ცალკეულ წლებში, აორთქლებადობის მეტობა ყვავილობის დამთავრებიდან სიმწიფის დაწყებამდე დროის მონაკვეთს შედარებით მშრალს ხდის.
სეტყვიან დღეთა წლიური რიცხვი საშუალოდ 1-2-ს შორის იცვლება. წლის განმავლობაში სეტყვა ყველაზე ხშირად მოდის მაის-ივნისში /0,6-0,8 დღე/.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 75-76% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე ნაკლებია /68-70%/ გაზაფხულის მეორე ნახევარში, ყველაზე მეტი /81-84%/ კი _ ზამთარში. თოვლის საფარი დეკემბრის შუა რიცხვებში იქმნება, რომელიც მარტის მეორე ნახევრამდე ქრება. თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე 15-20 სმ უდრის.
მდინარე რიონის ხეობის გასწვრივ გაბატონებულია აღმოსავლეთის (39%) და დასავლეთის (37%) რუმბის ქარები. ქარის სიჩქარე, ხეობის ჩაკეტილობის გამო, დიდი არ არის. ცალკეულ მიკროუბნებში /ამბროლაური/ დამახასიათებელ ქარებს აძლიერებს აქ განვითარებული მთა-ხეობის ქარები. ამის შედეგად ამბროლაურში და სხვა მდინარისპირა დაბლობებზე მათი სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება და წლიურად 2,0-2,5 მ/წმ აღწევს. ქარი შედარებით ძლიერი ხდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში /2,5-3,1 მ/წმ/.
ნიადაგი - "ხვანჭკარის” დასახელების ღვინო-მასალის მისაღებად ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად განთავსებულია ქვემო რაჭის, ამბროლაურის ტერიტორიაზე, ძირითადად მდ. რიონის მარჯვენა მხარეს.
მიკროზონის დადგენის მიზნით, 2005 წლის ივნის-ივლისის თვეებში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ტერიტორიებზე ჩაატარეს ნიადაგების საველე და კამერალური სამუშაოები.
ნიადაგის ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.
გამოკვლევა ჩატარებული იქნა მდ. რიონის ორივე მხარეს, სიმაღლე ზღვის დონიდან 450-750 მ-ის ფარგლებში (ტექსტის შემდგომ ნაწილში აღინიშნოს (ს. ზ. დ)) და გამოყოფილი იქნა: ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების სამი, ყომრალი ნიადაგების ერთი, დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ერთ და ალუვიური ნიადაგების ერთი სახესხვაობა – სულ ექვსი სახესხვაობა.
პირველი სახესხვაობის ნიადაგს _ ნეშომპალა კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა, ვახასიათებთ შემდეგი ნიადაგური ჭრილებით: სოფ. ხვანჭკარა ნაკ. "საცავი” ს.ზ.დ. 510 მ და ნაკ. "ფერმის გვერდით” ს. ზ. დ. 750 მ ჭრ. ¹23; სოფ. სადმელი ნაკ. "ქოველები” ს. ზ. დ. 750 მ, ჭრ. ¹14 და ნაკ. "სულმუხა” ს. ზ. დ. 540 მ, ჭრ. ¹16; სოფ. I ტოლა ნაკ. "ბერეული” ს. ზ. დ. 640 მ. ჭრ. ¹20; სოფ. ჭყვიში ნაკ. "ყავრუში” ს. ზ. დ. 615 მ ჭრ. ¹34 და ნაკ. "სურგულაძის კარი” ს.ზ.დ. 595 მ. ჭრ. ¹36.
მეორე სახესხვაობის ნიადაგი _ ნეშომპალა კარბონატული. დიდი სისქის, ხირხატიანი, საშუალო თიხა და მძიმე თიხნარი. ხასიათდება – სოფ. კვასხუთი ნაკ. "გურგვალა” ს. ზ. დ. 620 მ ჭრ. ¹7; სოფ. საკეცია ნაკ. "ჯვარისის ასახვევთან” ს. ზ. დ. 575 მ. ჭრ ¹40; სოფ. ბუგეული ნაკ. "მაედანი” ს. ზ. დ. 720 მ ჭრ. ¹43; სოფ. აბანოეთი ნაკ. "ქაფიანეული” ს. ზ. დ. 680 ჭრ. ¹46; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები” ს. ზ. დ. 655 მ ჭრ. ¹42.
მესამე სახესხვაობის ნიადაგი – ნეშომპალა-კარბონატული საშუალო სისქის, საშუალო და მსუბუქი თიხა. ხასიათდება: სოფ. ჭრებალო ნაკ. "ყავრუში” ს. ზ. დ. 750 მ ჭრ. ¹32.
მეოთხე სახესხვაობის ნიადაგს ახასიათებს: სოფ. "წესი” ნაკ. "გვერდა” ს. ზ. დ. 640 მ ჭრ. ¹1; სოფ. ბოსტანა ნაკ. "ნაფუძვარი” ს. ზ. დ. 700 მ ჭრ. ¹28; სოფ. ჩორჯო ნაკ. "კარიეთი” ს. ზ. დ. 695 მ ჭრ. ¹30; სოფ. ბაჯი ნაკ. "ხვარაქეული” ს. ზ. დ. 500 მ ჭრ. ¹39; სოფ. ინა ნაკ. "გეწაძეების ვენახი” ს. ზ. დ. 640 ჭრ. ¹49.
მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი _ დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა – ხასიათდება: სოფ. ბუგეული ნაკ. "ჭალა” ს. ზ. დ. 540 მ ჭრ. ¹18; სოფ. ხიმში ნაკვეთი "დიდყანა” ს. ზ. დ. 575 მ ჭრ. ¹10; სოფ. ძირაგეული ნაკ. "ჯიშთა გამოცდის ნაკვეთი” ს. ზ. დ. 540 მ ჭრ. ¹12; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები” ს. ზ. დ. 655 მ ჭრ. ¹42.
მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი – ალუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი ხასიათდება სოფ. წესი ნაკ. "კოტეს ჭალა” ს. ზ. დ. 550 მ ჭრ.¹4.
"ხვანჭკარის” დასახელების ღვინომასალის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური ფაქტორების მხრივ, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს გამოირჩევა სოფლების: ხვანჭკარის, დიდი და პატარა ჩორჯოს, ბოსტანას, ღვიარას, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, I და II ტოლას, ჭრებალოს ნაკვეთი ყავრულში, ხოლო მდ. რიონის მარცხენა მხარეს სოფ. ბუგეულის (ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლემდე და მის გასწვრივ მდებარე) ტერიტორიები.
არსებული ვენახები, სადაც წარმოდგენილია ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას, საფერავის, ძველშავის, ცოლიკოურის და სხვათა შერეული ნარგავები ამჟამად შეადგენს დაახლოებით 900 ჰექტარს, უახლოეს პერსპექტივაში გასაშენებელია 90-100 ჰექტრამდე.
სათანადო აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარების და განოყიერების პირობებში აღნიშნული ნიადაგები იძლევიან პირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები: ხვანჭკარის დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში ალექსანდროული
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 450-750 მ-მდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,25 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 60-80 სმ.
სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 1 მ2: 7-8 კვირტი. 1 ჰა-ზე 70-80 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-6,5 ტონა.
ჯიში მუჯურეთული
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5; 2,25 X 1,5.
შტამბის სიმაღლე: 60-80 სმ.
სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა1 მ2: 7-8 კვირტი. 1 ჰა-ზე 70-80 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6,5-7 ტონა.
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
ურწყავი – საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება, ბალახიან-კორდიანი სისტემა, ნიადაგის მულჩირება.
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება აგრორეგლამენტით.
ფიტოსანიტარული რეგლამენტები
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიებები: საქართველოში რეგისტრირებული კონტაქტური და სისტემური პრეპარატები.
ალექსანდროულისა და მუჯურეთულის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ალექსანდროული – ქართული წითელყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია, საშუალო პერიოდის სიმწიფის, _ სექტემბრის ბოლოს მწიფდება. მტევანი საშუალო ზომის _ 90-100 გ.
ვაზი საშუალო ზრდისაა, მოსავალი – 6-6,5 ტონის ფარგლებშია ჰექტარზე. შაქრიანობა ყურძენში აღწევს 260 გ/დმ3.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ნაკლებად გამძლეა - განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით.
მუჯურეთული - ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. საშუალოზე საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა, ოქტომბრის შუარიცხვებში მწიფდება.
ვაზი საშუალო ზრდისაა, მოსავალი ჰა-ზე – 6-8 ტ ფარგლებში მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 60-90 გ-ია. შაქრიანობა 250 გ/დმ3, ხოლო მჟავიანობა 6-7 გ/დმ3 აღწევს. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტად გამძლეა.
ღვინო "ხვანჭკარა”
"ხვანჭკარა” – ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.
ღვინო "ხვანჭკარა” ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
ღვინო "ხვანჭკარის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0
შაქრის მასური კონცენტრაცია – 30-50 გ/დმ3
ტიტრული მჟავიანობა - 5-7 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა, არა უმეტეს – 1,2 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.
ღვინო "ხვანჭკარას” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
"ხვანჭკარის” მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰას. აქედან ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უკავია 40% ე. ი. დაახლოებით 360 ჰა.
წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2520 ტ. I ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 163 000 დეკალიტრი ღვინომასალა
"ხვანჭკარის” მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა –კლდეებით დაცულ ქვაბულში, მდინარე რიონისაკენ დაქანებულ ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, აბორიგენული ჯიშების ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალურობა, ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს ღვინო "ხვანჭკარის” განსაკუთრებულ თვისებებს.
ვაზის ჯიშებუი
მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
ოჯალეში
ოჯალეში, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“.
რქაწითელი
რქაწითელი — ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო “რქაწითელი”, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის “რქაწითელი ხორნაბუჯულლის” დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის “ტიბაანის” დასამზადებლად. რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპის “კარდენახის” დასამზადებლად.
საფერავი
საფერავი — მუქი წითელი, შავი ვაზის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა – დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე “განჯური საფერავი”. მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებია “საფერავი” (ერთ წლიანი), “ქინძმარაული” (ორ წლიანი) და “მუკუზანი” (სამი და ზევით).
საფერავი-ძველი ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშვალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი რბილობით. პერიოდო დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე საშუალოდ 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3000 c პირობებში. მოსავლიანიბა 80-120ც/ჰა. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე პირველია. ჯიში ნახევრადმდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. განსაკუთრებული ადგილი აქვს საფერავს, სუფრის ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. საფერავის ჯიშის ღვინომასალა, ალექსანდროული ჯიშის ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. რომელიც ხარისხით არ ჩანოუვარდება საქვეყნოდ ცნობილ ღვინის “ხვანჩკარა”.
ჩხავერი
ჩხავერი – ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.